Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2014:

ასოცირების შეთანხმების მიხედვით, მის ამოქმედებისთანავე საქართველოში შესრულებული უნდა ყოფილიყო ევროკავშირის "პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების" დირექტივის მოთხოვნები. ამ დირექტივის მიხედვით ბაზარზე მოხვედრილი ნებისმიერი სამომხმარებლო საქონელი უსაფრთხო უნდა იყოს. ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხს აგებს პროდუქციის მწარმოებელი (ან, თუ ის გაურკვეველია - პროდუქციის ბაზარზე განმათავსებელი). სახელმწიფო ვალდებულია ამ მოთხოვნის შესრულება და ბაზარზე რეალურად არსებული საქონლის უსაფრთხოება საგანგებო ზედამხედველობის ორგანოს საშუალებით აკონტროლოს.

სამომხმარებლო ბაზრის უსაფრთხოების რეალურად მაკონტროლებელი/ზედამხედველი ორგანო საქართველოში არ არსებობს. შესაბამისად, ასოცირების შეთანხმების ეს მოთხოვნა შესრულებული არ არის.

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა