Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2017:

2017 წელს გათვალისწინებულია ქართულ კანონმდებლობაში ე.წ. "სურსათის გამაუმჯობესებლების", ანუ სურსათის ტექნოლოგიური დანამატების[1]  მარეგულირებელი ჩარჩო-დოკუმენტის - 1331/2008 რეგულაციის  გადმოტანა. რეგულაცია განსაზღვრავს სურსათის ტექნოლოგიური დანამატების დაშვების მთავარ პრინციპებს და ზოგად წესებს.

ამავე წელს მოხდება 2016 წელს უკვე გადმოტანილი სურსათის ფორტიფიცირების[2] მარეგულირებელი 1925/2006 რეგულაციის აღმასრულებელი ორი აქტის გადმოტანა, რომლებიც ადგენს დაინტერესებული პირის მიერ ამა თუ იმ ნუტრიენტის აკრძალვის გაპროტესტების წესს (რეგულაცია 307/2012 ) და იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც უნდა მოაგროვოს სახელმწიფო ორგანოებმა ფორტიფიკაციის შედეგად მოსახლეობის მიერ ნუტრიენტების მიღების შესაფასებლად (რეგულაცია 489/2012).

ამავე წელს არის გათვალისწინებული ქართულ კანონმდებლობაში 609/2013 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ადგენს ჩვილთა და მცირეწლოვან ბავშვთა კვების და დიეტურ პროდუქტებში დასამატებლად დაშვებული ვიტამინების, მინერალების და კვებითი ღირებულების მქონე სხვა ნივთიერებების ჩამონათვალს.

--------------------

[1] იგულისხმება დანამატები, რომელიც სურსათს ამა თუ იმ ტექნოლოგიური ფუნქციის შესასრულებლად ემატება (ფერის, გემოს, , სურნელების, კონსისტენციის მისანიჭებლად, შენახვის უნარის გასახანგრძლივებლად და სხვა). მათ ხშირად "კონსერვანტებად" ან "ემულგატორებად" მოიხსენიებენ. ქართულ კანონმდებლობაში მათ ეწოდება "საკვებდანამატები".

[2] ფორტიფიცირება ნიშნავს სურსათში ვიტამინების, მინერალების და კვებითი ღირებულების მქონე სხვა ნივთიერებების (ნუტრიენტების) დამატებას.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 1331/2008 რეგულაცია - სურსათის "გამაუმჯობესებლების" დაშვების პრინციპები და პროცედურა;
  • აღმასრულებელი რეგულაციები: 307/2012 და 489/2012 - სურსათში დასამატებლად დაშვებული მინერალები და ვიტამინები.
  • 609/2013 რეგულაცია - ჩვილთა კვება და დიეტური სურსათი
საქართველოს კანონმდებლობა