Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2018:

2018 წელს დაიწყება სურსათის ტარის (შესაფუთი მასალის, ჭურჭლის) უვნებლობის მარეგულირებელი ევროპული კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოში. 2018 წელს გადმოტანილი უნდა იქნეს ამ პაკეტის ჩარჩო-რეგულაცია 1935/2004, რომელიც სურსათის ტარის (შესაფუთი მასალის, ჭურჭლის) უვნებლობის მთავარ პრინციპებს ადგენს.

შემდგომ წლებში გათვალისწინებულია კონკრეტული ტიპის მასალების მარეგულირებელი აქტების გადმოტანა . კერძოდ, 2020 წელს გადმოტანილი იქნება 78/142/EEC დირექტივა, რომელიც პოლივინილქლორიდისგან (PVC) დამზადებული ტარის/ჭურჭლის უვნებლობის ნორმებს ადგენს; 2021 წელს დადგება საწოვარების უვნებლობის ჯერი (93/11/EECდირექტივა) და განისაზღვრება ეპოქსიდური მასალები, რომელთა გამოყენება სურსათთან შეხებაში მყოფ მასალაში დაიშვება (1895/2005 რეგულაცია); 2022 წელს გადმოტანილი იქნება სურსათთან შეხებაში მყოფი მასალაში სხვადასხვა პლასტმასების გამოყენების ნორმების დამდგენი 10/2011 რეგულაცია , შემდგომ, 2023-2024 წლებში - ამ რეგულაციით დადგენილი ნორმების შესრულების შესამოწმებელი მეთოდები (82/711/EEC და 85/572/EEC დირექტივები), 2026 წელს კი - რეციკლირებული პლასტმასის გამოყენების ნორმები (რეგულაცია 282/2008) და ჩინეთიდან და ჰონკონგიდან იმპორტირებული ზოგიერთი პლასტმასის ჭურჭლის კონტროლის განსაკუთრებული ზომები (რეგულაცია 284/2011). 2023 წელს გადმოტანილი იქნება 84/500/EEC დირექტივა, რომელიც კერამიკული ჭურჭლის/ტარის უსაფრთხოებას ეხება, 2024 წელს კი 2007/42/EC დირექტივა, რომელიც ცელულოზის აფსკის გამოყენების წესებს ადგენს, 2026 წელს კი 450/2009 რეგულაცია, რომელიც ე.წ. "აქტიური" და "გონიერი" შესაფუთი მასალის გამოყენებას ეხება.

2019 წელს გათვალისწინებულია სურსათთან შეხებაში მყოფი მასალის დამზადებისას ე.წ. "კარგი საწარმოო პრაქტიკის" განმსაზღვრელი 2023/2006 რეგულაციის გადმოტანა.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • რეგულაცია 1935/2004 - სურსათთან შეხებაში მყოფი მასალის რეგულირების პრინციპები.
საქართველოს კანონმდებლობა