Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2015:

აპროქსიმაციის განრიგით 2015 წელს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი იყოს მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაციის ვალდებულების დამდგენი 1760/2000 რეგულაცია (იხ. ცხოველთა აღრიცხვის წესების აპროქსიმაცია), რომელიც აგრეთვე ითვალისწინებს საქონლის ხორცის და ხორცპროდუქტების ეტიკეტზე ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომრის, აგრეთვე მისი წარმომავლობის, დაკვლის ადგილისა და დროის მითითებას.

2015 დეკემბრის შუა რიცხვებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე მართლაც გამოქვეყნდა პროექტი , 2016 წლის მარტში კი დამტკიცდა საქონლის ხორცის და ხორცპროდუქტების ეტიკეტირების ახალი წესი, რომელიც 1760/2000 რეგულაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეესაბამება. ეს წესი ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შედის.

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • ხორცის ეტიკეტზე მისი წარმომავლობის მითითება: საქონლის ხორცისთვის - 1760/2000 რეგულაცია (რეგულაცია აგრეთვე არეგულირებს მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაციას)
საქართველოს კანონმდებლობა