Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2011:

2010 წლის "სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა" 2011 წელს საქართველოს კანონმდებლობაში ევროკავშირის სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნების განმსაზღვრელი ორი დირექტივის გადმოტანას ითვალისწინებდა: 2000/13/EC დირექტივის, რომელიც სურსათის ეტიკეტირების და რეკლამის ზოგად მოთხოვნებს ადგენს და 1924/2006 რეგულაციის, რომელიც სურსათის ეტიკეტზე ადამიანთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ წარწერებს და მითითებებს არეგულირებს.

პროგრამის ეს მოთხოვნა არ შესრულებულა. თუმცა 2009 წლის ბოლოს ამოქმედდა სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება სასურსათო პროდუქტების ეტიკეტირების მოთხოვნების თაობაზე. იგი ეყრდნობა კოდექს ალიმენტარიუსის შესაბამის სტანდარტს და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან ნაწილობრივ შესაბამისობაშია.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა