Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2011:

"სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის" მიხედვით 2010 წლისთვის გათვალისწინებული იყო საქართველოს კანონმდებლობაში ევროკავშირის "სურსათის ძირითადი კანონის" (178/2002 რეგულაციის) გადმოტანა, რომელიც ევროკავშირში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო მართვის პრინციპებს განსაზღვრავს. გარდა ამისა, გათვალისწინებული იყო აგრეთვე 2010 წელს მიღებულ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წესს დამატებოდა სპეციალური მოთხოვნები, რომელიც ცხოველური წარმოშობის სურსათის კონტროლთან არის დაკავშირებული (განსაზღვრულია 854/2004 რეგულაციით). 

არც ერთი ეს მოთხოვნა არ შესრულებულა. სანაცვლოდ საქართველოს მთავრობამ წამოიწყო სამი კანონის: სურსათის უვნებლობის კანონის, ვეტერინარიის კანონის და მცენარეთა დაცვის კანონის ერთ კოდექსად გაერთიანება, რამაც 2012 წლის მაისამდე გასტანა. ცხოველური წარმოშობის სურსათის კონტროლის სპეციალური წესი საქართველოს მთავრობამ მხოლოდ 2015 წელს მიიღო (დეტალებისთვის იხ. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო მართვა - 2015).

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • რეგულაცია 178/2002, ე.წ. "სურსათს ძირითადი კანონი";
  • რეგულაცია 854/2004 - სახელმწიფო კონტროლის განსაკუთრებული წესები ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის;
საქართველოს კანონმდებლობა