Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2024:

2024 წელს დაგეგმილია საქართველოს კანონმდებლობაში ჰიგიენის დამატებითი მოთხოვნების გადმოტანა ღივების (გაღვივებული თესლი, რომელსაც უმად, თერმული დამუშავების გარეშე მიირთმევენ) წარმოებისათვის. ეს განსაკუთრებული მოთხოვნები გამომდინარეობს 2011 წელს ევროკავშირში (ძირითადად გერმანიაში) ღივების საშუალებით კოლიბაქტერიის პათოგენური ფორმის - ე.წ. შიგატოქსინ-წარმომქმნელი ეშერიქია კოლის (Shiga toxin-producing E. coli) გავრცელებით, რამაც მძიმე დაავადების აფეთქება გამოიწვია (დაავადდა 9 ათასზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 56). სწორედ ამგვარი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად შემოღებულია დამატებითი ჰიგიენური მოთხოვნები ღივების წარმოებისთვის, სადაც მოთხოვნილია თესლთან ან ღივთან შეხებაში მყოფი ყველა ზედაპირის, ჭურჭლის, ხელსაწყოს, დანადგარის განსაკუთრებული სისუფთავე, რეგულარული რეცხვა და დეზინფექცია (შედარებისთვის იხ. ჰიგიენის ზოგადი წესები).

ამავე პერიოდიდან დაიწყება ღივების ან ღივების წარმოებისთვის გათვალისწინებული თესლის იმპორტის კონტროლი საგანგებო სერტიფიკატის მეშვეობით.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 210/2013 რეგულაცია - ჰიგიენის დამატებითი მოთხოვნები ღივების წარმოებისთვის
  • 211/2013 რეგულაცია - სერტიფიკატი ღივების ან მათი საწარმოებელი თესლის იმპორტისთვის.
საქართველოს კანონმდებლობა