Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2015:

ვალდებულება:

აპროქსიმაციის განრიგის მიხედვით 2015 წელს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობაში ევროკავშირის სურსათის ჰიგიენის ძირითადი მოთხოვნების (რეგულაციები  852/2004 და 853/2004) გადმოტანის დასრულება.

აღსანიშნავია, რომ 2010-2011 წლებში საქართველომ ეს ნორმები ძირითადად გადმოიტანა, გარდა "ჰასპის" დანერგვის მოთხოვნისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ სასაკლაოებისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის არის სავალდებულო, ევროკავშირის კანონდებლობით კი "ჰასპი" სავალდებულოა სურსათის ყველა ოპერატორისთვის, გარდა პირველადი წარმოებისა, ბაზრებისა და ბაზრობებისა, აგრეთვე წინასწარ დაფასოებული, არამალფუჭებადი სურსათის (საბაყლო საქონლის) ტრანსპორტირების, შენახვის და რეალიზაციის საქმიანობებისა.

ვალდებულების შესრულება:

2015 წლის ოქტომბერში 2010 წელს მიღებული ზოგადი და გამარტივებული ჰიგიენის წესები შეიცვალა. 2015 წლის ბოლოს აგრეთვე გამოქვეყნდა ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის განახლებული ვერსიის პროექტი. თუმცა "ჰასპის" დანერგვის ვალდებულება ამ აქტებში კიდევ უფრო შეკვეცილია - იგი მხოლოდ სასაკლაოებს მოეთხოვება.

ამდენად, სურსათის ჰიგიენის ზოგადი მოტხოვნების სფეროში 2015 წლის აპროქსიმაციის გეგმით გათვალისწინებული ვალდებულება საქართველოს მიერ შესრულებული არ არის.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • რეგულაცია 852/2004 - სურსათის წარმოების ჰიგიენური მოთხოვნები;
  • რეგულაცია 853/2004 - ჰიგიენის განსაკუთრებული წესები ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის;

 

 

 

საქართველოს კანონმდებლობა