Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2011:

2010 წლის "სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამით" გათვალისწინებული იყო საქართველოს კანონმდებლობაში ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის გათვალისწინებული ჰიგიენის სპეციალური წესების გადმოტანა. შესაბამისი აქტი საქართველოს მთავრობამ ოდნავ დაგვიანებით (2012 წლის მარტში), მაგრამ მაინც მიიღო. ქართული ნორმა შესაბამისი ევროპული რეგულაციის ბევრ დებულებას იმეორებს, გარდა სურსათის ოპერატორებისათვის "ჰასპის" სავალდებულო განხორციელების მოთხოვნისა - მთავრობის დადგენილებით "ჰასპის" დანერგვა მხოლოდ სასაკლაოებს და რძის გადამამუშავებელ საწარმოებს მოეთხოვება. ევროპული ნორმით კი "ჰასპი" სავალდებულოა ცხოველური წარმოშობის სურსათის ყველა ოპერატორისთვის.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • რეგულაცია 853/2004 - ჰიგიენის განსაკუთრებული წესები ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის;
საქართველოს კანონმდებლობა