Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



ცხოველთა კვება

ცხოველთა საკვების უვნებლობა და სისუფთავე ერთის მხრივ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების ჯანმრთელობის საწინდარია, მეორეს მხრივ კი ცხოველური წარმოსობის სურსათის დაცვაა მასში არასასურველი მინარევების ან ნივთიერებების ნარჩენი ოდენობის მოხვედრისგან.

ცხოველთა საკვების ჰიგიენის და მარკეტინგის მარეგულირებელი ნორმების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში 2019-2024 წლებში იგეგმება.

პირველ რიგში, 2019 წელს, გადმოტანილი იქნება ცხოველთა საკვების ჰიგიენის ზოგადი წესების დამდგენი 183/2005  რეგულაცია და მისი ქვენორმატიული აქტი (141/2007 რეგულაცია), რომელიც ცხოველთა ზოგიერთი საკვებდანამატის მწარმოებელთა აღიარების პროცედურას აწესებს.

ამის შემდეგ, 2020 წელს, დაგეგმილია 767/2009 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ცხოველთა საკვების ბაზარზე განთავსების და გამოყენების ზოგადი წესებს ადგენს. ამავე წელს მოხდება ამ რეგულაციის ქვენორმატიული აქტების გადმოტანა. ესენია;

  • 68/2013 რეგულაცია , რომელიც წარმოადგენს ცხოველთა საკვების დასამზადებლად დაშვებული  ნივთიერებებისა და მასალის კატალოგს;
  • 2011/25/EU რეკომენდაცია ცხოველთა საკვების, დანამატების, ბიოციდების და ვეტ-პრეპარატების განსასხვავებლად;
  • 2008/38/EC დირქტივა, რომელიც ადგენს განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველთა საკვების რეგულირების წესებს;
  • 82/475/EEC დირექტივა, რომელიც არეგულირებს ინგრედიენტების მითითებას ცხოველთა საკვების ეტიკეტზე.

2021 წელს დაგეგმილია ცხოველთა საკვების დანამატების[1] მარეგულირებელი 1831/2003 რეგულაციის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. რეგულაციის მიხედვით ცხოველის საკვების დანამატის ბაზარზე დაშვებას სახელმწიფო ორგანოს მიერ მისი ავტორიზაცია ესაჭიროება. გათვალისწინებულია ქვენორმატიული აქტების გადმოტანაც, რომელიც ამ ავტორიზაციის პროცედურებს აკონკრეტებს (რეგულაციები 378/2005 და 429/2008). ევროკავშირში ამჯამად ავტორიზებული დანამატების რეესტრი ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

აგრეთვე 2021 წელს არის გათვალისწინებული ქართულ კანონმდებლობაში 152/2009 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ცხოველთა საკვების შემადგენლობისა და უვნებლობის შემოწმების ლაბორატორიული  მეთოდების აღწერას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ ცხოველთა საკვების ჰიგიენისა და ბაზარზე განთავსების სხვა მოთხოვნების დაცვის კონტროლი სურსათის კონტროლის იმავე აქტებით რეგულირდება, რომელთა გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში 2015 წელს უნდა დასრულდეს.

2024 წელს გათვალისწინებულია 2002/32/EC დირექტივის გადმოტანა, რომელიც ცხოველთა საკვებში დამბინძურებელი ან სხვა არასასურველი ნივთიერებების ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებს ადგენს. დაგეგმილია აგრეთვე ცხოველთა საკვებში დიოქსინებისა და ფურანების მონიტორინგის რეკომენდაციის გათვალისწინება (2004/704/EC რეკომენდაცია).

2024 წელს აგრეთვე გათვალისწინებულია 90/167/EEC დირექტივის გადმოტანა, რომელიც ე.წ. პრემიქსების[2] გაყიდვის წესებს ადგენს.

----------

[1] განსხვავებით სურსათის დანამატებისაგან, ცხოველთა საკვების დანამატებად მიიჩნევა როგორც ტექნოლოგიური ფუნქციის მქონე ნივთიერებები, ასევე კვებითი ღირებულების მქონე დანამატები.

[2] პრემიქსი - ცხოველის საკვები, რომელსიც შერეულია ვეტერინარული სამკურნალო საშუალება.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა