Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



პროდუქციის უსაფრთხოება

ბაზარზე განთავსებული სამომხმარებლო საქონელი უსაფრთხო უნდა იყოს - ეს დებულება როგორც მომხმარებელთა დაცვის , ასევე ბაზრის შეუფერხებლად ფუნქციონირების ცენტრალური პარადიგმაა. პროდუქციის უსაფრთხოების მიზნით ბაზრის რეგულირება საერთაშორისო ვაჭრობაში დაშვებულ "ტექნიკურ ბარიერს" წარმოადგენს.

1985 წლიდან ევროკავშირში პროდუქციის ტექნიკურტი მახასიათებლების რეგულირების ე.წ. "ახალი მიდგომა" მოქმედებს, რომლის მიხედვით სავალდებულო შეიძლება იყოს პროდუქციის მხოლოდ ისეთი ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც არსებითია პროდუქციის უსაფრთხოებისთვის (ადამიანთა ჯანმრთელობის, გარემოს ან სხვა თვალსაზრისით) და მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების ან სხვა მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციისთვის. ყველა სხვა ტექნიკური მახასიათებელი (მათ შორის სტანდარტები) მეწარმის თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული. მეწარმეს შეუძლია არც ერთი სტანდარტი არ დაიცვას, თუმცა ყველა შემთხვევაში ვალდებულია დაიცვას ქვეყანაში მოქმედი ტექნიკური რეგულაციები. მხოლოდ ტექნიკური რეგულაციების მოთხოვნების დაცვით დამზადებული საქონელი შეიძლება მოხვდეს ბაზარზე.

პროდუქციის უსაფრთხოებისადმი საქართველოს მიდგომების  საერთაშორისო მიდგომებთან ჰარმონიზაცია ასოცირების შეთანხმების დადების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა. 2010 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია და პროგრამა სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში, ხოლო 2011 წელს - სამრეწველო პროდუქციის ბაზარზე ზედამხედველობის სტრატეგია. 2014 წლიდან კი ამ საკითხების მოგვარების განრიგს ასოცირების შეთანხმება ადგენს.

საქართველოს ვალდებულებები პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ორი ნაწილისგან შედგება:

  1. სფეროს რეგულირების ზოგადი მიდგომებისა და პრინციპების დანერგვა საქართველოში;
  2. საფრთხის შემცველი კონკრეტული პროდუქციისადმი ევროკავშირში დადგენილი მოთხოვნების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში.

მაშინ, როდესაც კონკრეტულ პროდუქციაზე მიმართული რეგულაციების ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანის განრიგს საქართველო 2010 წლიდან ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს (ყოველ შემთხვევაში ფორმალურად, იხ. 2011, 2013), რეგულირების ზოგადი მიდგომებისა და პრინციპების დანერგვა სრულად დღემდე არ განხორციელებულა.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა