Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2015:

ვალდებულება:

აპროქსიმაციის გეგმის მიხედვით 2015 წელს გათვალისწინებულია ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანილი იყოს სურსათის უვნებლობის მიკრობიოლოგიური ნორმები (2073/2005 რეგულაცია) და ქიმიურ დამბინძურებელთა ზღვრული დასაშვები რაოდენობები სურსათში (რეგულაციები 315/93 და 1881/2006). ამ პარამეტრების შემოწმებისათვის ევროპაში დადგენილი მეთოდების განმსაზღვრელი აქტების გადმოტანა კი იგეგმება მოგვიანებით: მიკოტოქსინების, მძიმე მეტალები და ზოგიერთი ტოქსიკური ორგანიკის განსაზღვრის მეთოდები (401/2006 და 333/2007 რეგულაციები) - 2016 წელს, ნიტრატების განსაზღვრა (1882/2006 რეგულაცია) - 2021 წელს, დიოქსინების განსაზღვრა (589/2014 რეგულაცია) - 2025 წელს.

2015 წელს აგრეთვე გათვალისწინებულია იმ აქტების გადმოტანა, რომელიც ცხოველური წარმოშობის სურსათში (რძე, კვერცხი, ბოცვერის ხორცი, თაფლი) ფარმაკოლოგიური ნარჩენების მონიტორინგს ითვალისწინებს (96/23/EC დირექტივა და 97/747/EC გადაწყვეტილება). პარალელურად აგრეთვე გათვალისწინებულია რიგი ჰორმონების გამოყენების აკრძალვა ან შეზღუდვა ადამიანის საკვებად გამიზნული ცხოველების მკურნალობისას (96/22/EC დირექტივა, იხ. ვეტერინარია).

ვალდებულების შესრულების მდგომარეობა:

2015 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ მართლაც მიიღო სურსათის მიკრობიოლოგიური და ქიმიური უვნებლობის ზემოთ მოხსენიებული ნორმების ამსახავი დოკუმენტები: სურსათის უვნებლობის ახალი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის მაქსიმალურად დასაშვები დონეები. ორივე აქტი ამოქმედდება 2016 წლის 1 ივლისს.

საგულისხმოა, რომ ამ აქტების შემუშავებისას დაცული იყო გამჭვირვალობის მოთხოვნები: ორივე აქტის პროექტი ხელმისაწვდომი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე და დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა სამინისტროსთვის მიეწოდებინა შენიშვნები.

 

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა