Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0022 465056 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



სურსათის უვნებლობა
ბოლო განახლება: 2021-07-04

შენიშვნა: ასოცირების შეთანხმება არ შეიცავს ცალკე თავს სურსათის უვნებლობის შესახებ. სანაცვლოდ მას აქვს თავი "სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები", რომელიც მოიცავს სურსათის უვნებლობას, ვეტერინარიას და ფიტოსანიტარიას. და ქვემოთ სწორედ ამ თავით გავთალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულების მდგომარეობა არის განხილული.

შესრულების ჯამური მაჩვენებელი: 39%  (იხ. შეფასების მეთოდიკა, ამ მაჩვენებლის გამოანგარიშების ცხრილი და დეტალური კომენტარები)

ვალდებულება*

რა გაკეთდა ძირითადი პრობლემები შესრულება %
სურსათის უვნებლობის ევროპული პრინციპების და მიდგომების დანერგვა და სახელმწიფო კონტროლი მიღებულია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი და სხვა აქტები სურსათის უვნებლობის რისკების სამეცნიერო შეფასება არ ხორციელდება (საჭირო მონაცემების არარსებობის გამო), სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები მცირეა, საფრთხეების მონიტორინგი არათანმიმდევრულია, ზოგიერთი აქტი გამოქვეყნებული არ არის 47%
სურსათის წარმოების და ბაზარზე განთავსების ზოგადი წესები

შესაბამისი ნორმატიული აქტები მიღებულია და ამოქმედებულია

ჰასპის დანერგვის საყოველთაო ვალდებულება და პასუხისმგებლობა ამოქმედებული არ არის. ოჯახური წარმოების სუბიექტების რეგისტრაცია დასრულებული არ არის

65%

სურსათის უვნებლობის ნორმები შესაბამისი ნორმატიული აქტები მიღებულია და ნაწილი ამოქმედებულია აქტების დიდი ნაწილი ძალაში არ არის. ნორმების ნაწილი არ კონტროლდება 29%
სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ჯანმრთელობა განრიგით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები მიღებულია და ნაწილი ამოქმედებულია აქტების დიდი ნაწილი ძალაში არ არის. ცხოველთა რეგისტრაცია დასრულებული არ არის 26%
სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა სიჯანსაღე განრიგით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები მიღებულია და ნაწილი ამოქმედებულია აქტების დიდი ნაწილი ძალაში არ არის. ძალაში მყოფი აქტების ნაწილის შესრულება არ კონტროლდება 27%

*ვალდებულებები დაჯგუფებულია ჩვენს მიერ. დეტალური ინფორმაციისთვის თითოეულ ჯგუფში შესული ქვე-ვალდებულებების, შესაბამისი ევროპული აქტებისა და საქართველოს ნორმატიული აქტების თაობაზე იხ. შეფასების მატრიცა/ცხრილი და კომენტარები.

იხ. აგრეთვე წლების მიხედვით განაწილებული ვალდებულებების შესრულების აღწერები: 2015 წელი, 2016 წელი, 2017 წელი, 2018 წელი, 2019 წელი, 2020 წელი.

ვალდებულებათა მოკლე შეჯამება

ევროკავშირის სურსათის კანონმდებლობა ორ მიზანს ემსახურება:

  1. ბაზარზე განთავსებული სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა და
  2. მომხმარებლისთვის საკმარისი ინფორმაციის მიწოდება გასაყიდი სურსათის თაობაზე, რათა მას ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს.

ამ მიზნების მისაღწევად საქმიანობს ბიზნესიც და სახელმწიფოც. კერძოდ:

  1. ბიზნესი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ უვნებელი სურსათი. ეს ნიშნავს, რომ:
    1. სახელმწიფო ადგენს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და ნორმებს;
    2. ბიზნესი იცავს სახელმწიფოს დადგენილ მოთხოვნებს და ნორმებს;
    3. სახელმწიფო ამოწმებს, რომ ბიზნესმა დაიცვას დადგენილი მოთხოვნები და ნორმები;
    4. სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და ნორმების დაცვით მომზადებული და მიწოდებული სურსათი ითვლება უვნებლად.
  2. სახელმწიფო მუდმივად ანახლებს მის მიერ დაწესებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და ნორმებს. ეს ხდება ე.წ. რისკების ანალიზის საშუალებით, რაც მოიცავს:
    1. რისკების შეფასებას, ანუ ინფორმაციის მოგროვებას და ანალიზს სურსათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანებების, მათი მასშტაბის, გამომწვევი მიზეზების (საფრთხეების) და ამ უკანასკნელთა შემცირების ან თავიდან აცილების გზების და საშუალებების შესახებ;
    2. რისკების კომუნიკაციას, ანუ რისკების შეფასების მთელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის;
    3. რისკების მართვას, ანუ გადაწყვეტილების მიღებას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიხვეწოს სურსათის უცნებლობის მოთხოვნები ქვეყანაში.

მეტი დეტალებისთვის იხ. ვიდეო-პრეზენტაციები სურსათის უვნებლობის თემაზე.


ბაზარზე არსებული სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის მოგვარება ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დადების წინაპირობას წარმოადგენდა. ამ საკითხის რეგულირების მოწესრიგების მიზნით საქართველოს მთავრობამ მოამზადა და 2010 წელს დაამტკიცა "სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა". პროგრამა ითვალისწინებდა 2010-2014 წლებში ევროკავშირის სურსათის კანონმდებლობის ძირითადი აქტების საქართველოს კანონმდებლობაში ეტაპობრივად გადმოტანას. 2010 წელს ამ პროგრამით გათვალისწინებული რამდენიმე აქტი მართლაც იქნა მიღებული. თუმცა შემდგომ წლებში პროგრამის დიდი ნაწილი არ შესრულებულა და 2014 წელს საქართველოს მთავრობა იძულებული იყო მისი შესრულება 2020 წლამდე გადაევადებინა.

ასოცირების შეთანხმების 2014 წელს ხელმოწერილი ტექსტი არ შეიცავდა სურსათის სფეროში ევროპასთან საკანონმდებლო მიახლოების განრიგს. სანაცვლოდ, შეთანხმების 55-ე მუხლის მიხედვით, ეს განრიგი შეთანხმების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა მომზადებულიყო. 2015 წლის თებერვალში განრიგი მართლაც მომზადდა და ევროპულ მხარესთან შეთანხმების შემდეგ 2017 წელს დამტკიცდა კიდეც საქართველო-ევროკავშირის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტის 2017 წლის 7 მარტის №1/2017 გადაწყვეტილებით. ამჟამად ეს განრიგი ასოცირების შეთანხმების XI-B დანართს წარმოადგენს. 

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

(ვალდებულებები დაჯგუფებულია ჩვენს მიერ)

ზოგადი პრინციპები და სახელმწიფო კონტროლი

სურსათის წარმოების და ბაზარზე განთავსების ზოგადი წესები

სურსათის უვნებლობის ნორმები

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სიჯანსაღე

სასოფლო-სამეურნეო მცენარეების სიჯანსაღე

 

საქართველოს კანონმდებლობა

მოყვანილია მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ევროპული აქტების ტრანსპოზიციის მიზნით მიღებული ან შეცვლილი საქართველოს აქტები

ზოგადი პრინციპები და სახელმწიფო კონტროლი

სურსათის წარმოების და ბაზარზე განთავსების ზოგადი წესები

სურსათის უვნებლობის ნორმები

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სიჯანსაღე

სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა სიჯანსაღე

შესაბამისი უწყებები:

დამატებით გამოთხოვილი ინფორმაცია:

შენიშვნა: ზემოთ ჩამონათვალში "დადგენილებად" მოხსენიებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებები