Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2010:

სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოების ვალდებულება საქართველოს მთავრობამ 2010 წელს, "სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის" დამტკიცებით აიღო.

2010 წელს ეს პროგრამა ითვალისწინებდა საქართველოს სურსათის კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის დაწყებას ორი მიმართულებით: სურსათის უვნებლობის სახელმწიფო მართვის და ჰიგიენის წესების დადგენის მიმართულებებით.

კერძოდ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო მართვის განმსაზღვრელი კანონმდებლობიდან ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანილი უნდა ყოფილიყო სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წესები და სურსათთან დაკავშირებული კრიზისების მართვის სქემა, ხოლო სურსათის ჰიგიენის მიმართულებით კი - სურსათის ზოგადი ჰიგიენის განმსაზღვრელი ნორმები.

ეს მოთხოვნები 2010 წლის განმავლობაში ძირითადად შესრულდა (თავად პროგრამის დამტკიცებამდე რამდენიმე თვით ადრე). დეტალებისთვის იხ:

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა