Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0006 465040 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2022:
ბოლო განახლება: 2019-01-06

2022 წელს გათვალისწინებულია:

  • ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობის მაკონტროლებელი 2004/107/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ზონებისა და აგლომერაციების დადგენა და კლასიფიცირება (მუხლი 3(2));
    • ჰაერის დამაბინძურებლებთან მიმართებაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების რეჟიმის დადგენა შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით (მუხლი 4).
  • წყლის პოლიტიკის 2000/60/EC ჩარჩო-დირექტივის, შესრულების მიზნით:
    • გრუნტის წყლების ხარისხის მონიტორინგის პროგრამების ჩამოყალიბება (მუხლი 8)
  • ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის უზრუნველმყოფი 91/271/EEC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამების მომზადება ურბანული ჩამდინარე წყლის შეგროვებისა და გაწმენდისათვის.
  • სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ნიტრატებით დაბინძურებისგან წყლების დაცვის 91/676/EEC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • მონიტორინგის პროგრამების შექმნა მიწისქვეშა წყლებისთვის (მუხლი 6);
    • დაბინძურებული მიწისქვეშა წყლების ან რისკის ქვეშ მყოფი მიწისქვეშა წყლების იდენტიფიცირება და ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონების განსაზღვრა (მუხლი 3);
  • საზღვაო გარემოს დაცვის 2008/56/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • საზღვაო სტრატეგიის შემუშავება ვეროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში (მუხლები 5 და 6) (ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის შემთხვევაში, საქართველოს მიერ 6(2) მუხლის საფუძველზე აღებული ვალდებულებები შესაბამისობაში იქნება იმ ვალდებულებებთან, რომლებიც განსაზღვრულია შავი ზღვის კონვენციით);
    • ღონისძიებების პროგრამის მომზადება გარემოს კარგი  მდგომარეობის მიღწევის მიზნით (მუხლები 5 და 13).
  • ნაგავსაყრელების მართვის 1999/31/EC  დირექტივის  შესრულების მიზნით:
    • ნაგავსაყრელებზე თხევადი, ფეთქებადი, აალებადი, კოროზიული, სამედიცინო ნარჩენების, საბურავების, და სხვა ისეთი ნარჩენების მიღების აკრძალვა, რომელიც დირექტივის II დანართით დადგენილ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს (მუხლი 5(3) და 5(4));
    • ხარჯთაღრიცხვის მექანიზმების შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ნაგავსაყრელის მოწყობასა და ოპერირებას, და რამდენადაც შესაძლებელია, დახურვასა და დახურვის შემდგომ   მოვლა-პატრონობის პროცედურებს (მუხლი 10,  გარდა მუხლის 8 (a) იმ ნაწილისა, რომელიც ეხება 8 (a) (iv) მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს);
    • ნაგავსაყრელზე განთავსებამდე გარკვეული ნარჩენების დამუშავების უზრუნველყოფა  (მუხლი 6).
  • გარეულ ფრინველთა დაცვის 2009/147/EC დირექტივის შესრულებისთვის:
    • ფრინველებზე ნადირობისას ნახევრად ავტომატური და ავტომატური იარაღის გამოყენების აკრძალვა, რომლის მჭიდიც ტყვიების ორ ხვიაზე მეტს იტევს.
  • ზოგიერთი ფტორირებული სათბურის აირების კონტროლის მიზნით (517/2014 რეგულაცია):
    • შესაბამისი სექტორებიდან ემისიის მონაცემთა მოძიების მიზნით (შიდა) ანგარიშგების სისტემების შექმნა (მუხლები 19 და 20 );
ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის ბოლო ვერსიის ბოლო კოდიფიცირებაზე

ჰაერის ხარისხი

  • 2004/107/EC დირექტივა - დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში (მუხლები 3(2),4);

წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა

ნარჩენების მართვა

  • 1999/31/EC  დირექტივა - ნაგავსაყრელების მართვა (მუხლები 5,10,14, გარდა იმ ნაწილებისა, რომელიც ეხება 8(a)(iv) მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს);

ბუნების დაცვა

კლიმატის დაცვა

საქართველოს კანონმდებლობა