Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0013 465040 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2021:
ბოლო განახლება: 2019-01-06

2021 წელს გათვალისწინებულია:

  • ევროპაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების 2008/50/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ჰაერის ხარისხის გეგმების შემუშავება იმ ზონებისა და აგლომერაციებისათვის, სადაც დაბინძურების დონე ზღვრულ /მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება (მუხლი 23);
    • მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება იმ ზონებისა და აგლომერაციებისათვის, სადაც არსებობს საგანგაშო ზღვრების გადაჭარბების რისკი (მუხლი 24);
    • საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება  (მუხლი 26(1)(დ));
  • თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის მარეგულირებელი (EU) 2016/802 დირექტივის შესრულების მიზნით;
    • სინჯების აღების ეფექტური სისტემის შექმნა და ანალიზისათვის შესაბამისი ანალიტიკური მეთოდების დადგენა (მუხლი 13);
    • დადგენილ ზღვრებზე მეტი გოგირდის შემცველობის მქონე მძიმე საწვავისა და გაზოილის (ნავთობის გამოხდის თხევადი პროდუქტი) გამოყენების აკრძალვა, (მუხლები 3(1) და 4);
    • საზღვაო ტრანსპორტის საწვავის სახეობებში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენა (მუხლები 6 და 7);
  • ბენზინის შენახვისა და გაყიდვის შედეგად აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) გაფრქვევების მაკონტროლებელი 94/63/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ყველა საგზაო ცისტერნის ჩამტვირთავ მოწყობილობასა და მოძრავი კონტეინერისთვის მოთხოვნების შესრულების ვალდებულების დაწესება (მუხლი 4 და 5).  
  • წყალდიდობის რისკების მართვის 2007/60/EC დირექტივის  შესრულების მიზნით:
    • წყალდიდობის საფრთხეების რუკებისა და წყალდიდობის რისკების რუკების მომზადება (მუხლი 6).
  • ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის უზრუნველმყოფი 91/271/EEC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება (მუხლი 5 და დანართი II);
  • სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველმყოფი 98/83/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება (მუხლი 6 და 7);
    • მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმების შემუშავება (მუხლი 13).
  • სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ნიტრატებით დაბინძურებისგან წყლების დაცვის 91/676/EEC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • სამოქმედო გეგმების შემუშავება და ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისათვის კარგი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკის წესების განსაზღვრა (მუხლი 4 და 5)
  • საზღვაო გარემოს დაცვის 2008/56/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • მონიტორინგის პროგრამის შექმნა   მიმდინარე შეფასებებისა და მიზნების რეგულარული განახლებისათვის (მუხლები 5 და 11); 
  • ნარჩენების მართვის ზოგადი 2008/98/EC დირექტივის,  შესრულების მიზნით:
    • ხარჯების ამოღების მექანიზმის შემუშავება "დამაბინძურებელი იხდის" პრინციპზე დაყრდნობით (მუხლი 14);
  • ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის მარეგულირებელი 1272/2008 რეგულაციის შესასრულებლაად
    • ნივთიერებების ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის იმპლემენტაცია (მუხლი 4);
  • ზოგიერთი ფტორირებული სათბურის აირების კონტროლის მიზნით (517/2014 რეგულაცია):
    • შესაბამისი პერსონალისა და კომპანიებისთვის ტრეინინგებისა და სერტიფიცირების ეროვნული მოთხოვნების შემუშავება/ადაპტაცია (მუხლი 10);
    • აღსრულების სისტემის ჩამოყალიბება (მუხლი 25).
  • ოზონდამშლელი ნივთიერებების გაჟონვის  მონიტორინგისა და შემოწმების  პროცედურების დაწესება
ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის ბოლო ვერსიის ბოლო კოდიფიცირებაზე

ჰაერის ხარისხი

  • 2008/50/EC დირექტივა - ატმოსფერული ჰაერის ხარისხი (მუხლები 23,24,26);
  • 2016/802 დირექტივა - გოგირდის შემცველობა თხევად საწვავში (მუხლები 3(1), 4, 6,7,13);
  • 94/63/EC დირექტივა - ბენზინიდან აქროლადი ორგანული ნაერთის (VOC) გაფრქვევების კონტროლი  (მუხლები 4,5);

წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა

ნარჩენების მართვა

ქიმიური ნივთიერებების მართვა

  • 1272/2008 რეგულაცია - ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაცია, ეტიკეტირება და შეფუთვა (მუხლი 4).

კლიმატის დაცვა

საქართველოს კანონმდებლობა