Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0015 464864 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2018:
ბოლო განახლება: 2021-07-04

მიმდინარეობს შესრულების შეფასება

ენერგეტიკული გაერთიანების შეფასებით, საქართველოს მიერ ამ გაერთიანების ფარგლებში 2017-2018 წლებისთვის აღებული ვალდებულებების შესრულება 23%-ს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამზადებს:

  • ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტს (2018 წლის ბოლომდე იგეგმებოდა მისი პარლამენტში წარდგენა),
  • ელექტროენერგეტიკის ბაზრის დიზაინის პროექტს,
  • განახლებადი ენერგიების კანონპროექტს,
  • განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმას,
  • ენერგოეფექტურობის კანონპროექტს.

თუმცა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2018 წლის 25 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, ეს საქმიანობები კონკრეტული შედეგით ჯერ არ დასრულებულა.


2018 წლის ვალდებულებებია (უნდა განხორციელდეს 2018 წლის 31 დეკემბრამდე):

  • ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ბაზრის წესების ევროპულ შესაბამის აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ენერგიის განახლებადი რესურსების გამოყენების ხელშეწყობის განმსაზღვრელი აქტის გადმოტანა საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში;
  • ენერგიის ეფექტურად მოხმარების / დაზოგვის განმსაზღვრელი ზოგადი აქტის გადმოტანა/ამოქმედება
  • სამომხმარებლო ელექტროსაქონლის ეტიკეტზე მოწყობილობის ენერგო-მოხმარების სავალდებულო მითითების მოთხოვნის დამდგენი ზოგადი აქტის და ორი სახის კონკრეტული საქონლისთვის შემუშავებული წესების გადმოტანაც, კერძოდ - ჭურჭლის სარეცხი მანქანებისთვის და სხვადასხვა ტიპის როუტერების ან მოდემებისთვის.
ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის ბოლო ვერსიის ბოლო კოდიფიცირების ინგლისურ ვერსიაზე. მითითებულია ხელმისაწვდომი ქართული თარგმანებიც.

ელექტროენერგია

განახლებადი ენერგია

  • დირექტივა N2009/28/EC - განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობა;

ენერგოეფექტურობა

საქართველოს კანონმდებლობა

კანონპროექტები:

კომპეტენტური უწყებები