Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111



2022:
ბოლო განახლება: 2018-12-15

2022 წელს დაგეგმილია 10/2011 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ადგენს სხვადასხვა ტიპის პლასტმასების გამოყენების წესებს სურსათთან შეხებაში მყოფ მასალებში. რეგულაცია შეიცავს ნივთიერებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა გამოყენება დაიშვება სურსათთან შეხებაში მყოფი მასალების დასამზადებლად. რეგულაცია აგრეთვე ადგენს შესაძლო მავნე ნივთიერებებს (მონომერებს), რომელიც შეიძლება სურსათში პლასტმასის მასალიდან გადავიდეს და მათ ზღვრულად დასაშვებ ოდენობებს. თუმცა ამ პარამეტრების შემოწმების მეთოდების დამდგენი დირექტივების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში მხოლოდ 2023-2024 წლებშია გათვალისწინებული.

2022 წელს გათვალისწინებულია სურსათის კვებითი დანამატების, როგორც ცალკე პროდუქტის (ინგლისურად Food supplements) მარეგულირებელი 2002/46/EC დირექტივის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. დირექტივა ადგენს ვიტამინების და მინერალების, აგრეთვე სხვა ნუტრიენტების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება შედიოდეს ამ პროდუქტებში.

2022 წელს გათვალისწინებულია მინერალური წყლების ხარისხის და სისუფთავის განმსაზღვრელი ევროპული აქტების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში (2003/40/EC და 2009/54/EC დირექტივა).

2022 წელს გათვალისწინებულია გმ მიკროორგანიზმების უსაფრთხო გამოყენების წესების განმსაზღვრელი  2009/41/EC დირექტივის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა