Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2017:

ასოცირების შეთანხმებით 2017 წელს გათვალისწინებულია სურსათის ეტიკეტზე ან თანმდევ დოკუმენტაციაში მისი პარტიის (ლოტის) აღნიშვნების მარეგულირებელი აქტის გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში.

ლოტის/პარტიის აღნიშვნა მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით თუკი სურსათის რომელიმე სინჯი მავნე აღმოჩნდა, მავნედ მიიჩნევა (და განადგურებას ექვემდებარება) სურსათის მთელი ის პარტია, რომლიდანაც სინჯი/ულუფა აღებულია.

ეს ვალდებულება შესრულდა.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა