Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2015:

საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის მიმართ ასოცირების შეთანხმების მთავარი მოთხოვნა მის ქმედითობაში, ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის რეალურად  დაცვაში მდგომარეობს.

2014 წელს საქართველომ მიიღო ცვლილებები კონკურენციის კანონმდებლობაში, რომლითაც იგი ევროპულთან ძირითადად შესაბამისობაში მოვიდა (იხ. კონკურენციის კანონის საბოლოო, კონსოლიდირებული ვერსია).  2014 წლის აპრილს შეიქმნა კონკურენციის სააგენტოც.

2015 წლის დასაწყისიდან კონკურენციის სააგენტომ, როგორც თავისი ინიციატივით, ასევე საჩივრების საფუძველზე, დაიწყო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო დარღვევების კვლევა. ამ კვლევის შედეგების მოკლე რეზიუმეები რეგულარულად ქვეყნდებოდა სააგენტოს ვებ-გვერდზე. 2015 წლის განმავლობაში სააგენტომ 12 საქმე გამოიკვლია, მათ შორის ისეთი რეზონანსული, როგორიცაა სავარაუდო კარტელური შეთანხმება საავტომობილო საწვავის მომწოდებლებს შორის.

ამდენად, კონკურენციის დაცვის მექანიზმი საქართველოში ქმედითია.

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა