Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2014:

კონკურენციის დაცვა, ანუ სამართლიანი ღია, თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის მოწესრიგება ასოცირების ხელშეკრულების დადების წინაპირობას წარმოადგენდა. 2010 წელს საქართველომ მოამზადა და დაამტკიცა „კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია“, რომელიც 2010-11 წლებში კონკურენციის კანონმდებლობის ცვლილებას და „ევროკავშირის და საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკასთან“ შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებდა. 2012 წელს მიღებული კანონი ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. 2013 წლის განმავლობაში უპირველეს პრიორიტეტად საქართველოს მთავრობამ ამ სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის რეფორმირება დაასახელა. 2013 წლის განმავლობაში მართლაც შეიმუშავდა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონში ცვლილების კანონპროექტი, რომლითაც საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობაში გადმოტანილი იქნა ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის ყველა ძირითადი დებულება. კანონპროექტის საჯარო განხილვები რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, კანონის ცვლილებები მიღებული იქნა 2014 წლის 21 მარტს და ამოქმედდა 2014 წლის 31 მარტიდან (იხ. კანონის საბოლოო, კონსოლიდირებული ვერსია).

2014 წლის 14 აპრილს შეიქმნა კონკურენციის სააგენტოც. 2014 წლის განმავლობაში სააგენტომ მოამზადა და დაამტკიცა მისი ეფექტური მუშაობისთვის საჭირო დებულებები:

ამდენად, 2014 წელს საქართველოში თავისუფალი კონკურენციის დაცვისთვის საჭირო საკანონმდებლო და ინსტიტუციური წინაპირობები შეიქმნა.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები

ასოცირების შეთანხმების დადების მიზნით მომზადებული „კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია

ასოცირების შეთანხმების კარი IV. ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები

თავი 10. კონკურენცია

მუხლები 203-209

ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა