Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2013:

კონკურენციის დაცვა, ანუ სამართლიანი ღია, თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის მოწესრიგება ასოცირების ხელშეკრულების დადების წინაპირობას წარმოადგენდა. 2010 წელს საქართველომ მოამზადა და დაამტკიცა „კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია“, რომელიც 2010-11 წლებში კონკურენციის კანონმდებლობის ცვლილებას და „ევროკავშირის და საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკასთან“ შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებდა. 2012 წელს მიღებული კანონი ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. 2013 წლის განმავლობაში უპირველეს პრიორიტეტად საქართველოს მთავრობამ ამ სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის რეფორმირება დაასახელა. 2013 წლის განმავლობაში მართლაც შეიმუშავდა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონში ცვლილების კანონპროექტი. მისი საჯარო განხილვები რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, კანონის ცვლილებები მიღებული იქნა 2014 წლის 21 მარტს და ამოქმედდა 2014 წლის 31 მარტიდან.

2014 წლის ცვლილებებით საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობაში გადმოტანილი იქნა ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის ყველა ძირითადი დებულება (იხ. კანონის საბოლოო, კონსოლიდირებული ვერსია).