Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



სურსათის უვნებლობა

ევროკავშირის სურსათის კანონმდებლობა ორ მიზანს ემსახურება:

  1. ბაზარზე განთავსებული სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა და
  2. მომხმარებლისთვის საკმარისი ინფორმაციის მიწოდება გასაყიდი სურსათის თითოეული ულუფის თაობაზე, რათა მას ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს.

ბაზარზე არსებული სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის მოგვარება ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დადების წინაპირობას წარმოადგენდა. ამ საკითხის რეგულირების მოწესრიგების მიზნით საქართველოს მთავრობამ მოამზადა და 2010 წელს დაამტკიცა "სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა". პროგრამა ითვალისწინებდა 2010-2014 წლებში ევროკავშირის სურსათის კანონმდებლობის ძირითადი აქტების საქართველოს კანონმდებლობაში ეტაპობრივად გადმოტანას. 2010 წელს ამ პროგრამით გათვალისწინებული რამდენიმე აქტი მართლაც იქნა მიღებული. თუმცა შემდგომ წლებში პროგრამის დიდი ნაწილი არ შესრულებულა და 2014 წელს საქართველოს მთავრობა იძულებული იყო მისი შესრულება 2020 წლამდე გადაევადებინა.

ასოცირების შეთანხმების 2014 წელს ხელმოწერილი ტექსტი არ შეიცავდა სურსათის სფეროში ევროპასთან საკანონმდებლო მიახლოების განრიგს. სანაცვლოდ, შეთანხმების 55-ე მუხლის მიხედვით, ეს განრიგი შეთანხმების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა მომზადებულიყო. 2015 წლის თებერვალში განრიგი მართლაც მომზადდა და ევროპულ მხარესთან შეთანხმების შემდეგ 2017 წელს დამტკიცდა კიდეც საქართველო-ევროკავშირის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტის 2017 წლის 7 მარტის №1/2017 გადაწყვეტილებით. ამჟამად ეს განრიგი ასოცირების შეთანხმების XI-B დანართს წარმოადგენს. 

იხ. ვიდეო-პრეზენტაციები სურსათის უვნებლობის თემაზე.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა