Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2020:

2020 წელს გათვალისწინებულია ქართულ კანონმდებლობაში ჰიგიენის ძალზე მნიშვნელოვანი წესების გადმოტანა, რომელიც ე.წ. სწრაფად გაყინულ სურსათის[1] ტემპერატურული რეჟიმის დაცვას ითვალისწინებს. კერძოდ, ეს წესები მოიცავს:

  • 89/108/EEC დირექტივას, რომელიც ადგენს მოთხოვნას, რომ სწრაფად გაყინული სურსათის ტემპერატურა ტრანსპორტირების, შენახვის და დისტრიბუციის ყველა სტადიაზე უნდა იყოს არა ნაკლებ -18°C (დაშვებულია 3°C მოკლევადიანი ფლუქტუაცია ტრანსპორტირებისას და 6°C-მდე ფლუქტუაცია ღია დახლ-მაცივრდიდან გაყიდვისას).
  • 37/2005 რეგულაციას, რომელიც ითხოვს, რომ ღრმად გაყინული სურსათის ტრანსპორტირების, დასაწყობების ან შენახვის ყველა საშუალებას (მათ შორის ღია მაცივარ-დახლებს) გააჩნდეს სულ ცოტა ერთი, გარედან ხილვადი, დადგენილი სტანდარტის თერმომეტრი.
  • 92/2/EEC დირექტივას, რომელიც სწრაფად გაყინული სურსათის ტემპერატურის შემოწმების წესს ადგენს.

-----------------

[1] ეს არის სურსათი, რომელიც, თავისი ბუნებრივი თვისებების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის, სპეციალური კრიოგენული მეთოდების გამოყენებით, ძალზე სწრაფად იყინება -18°C ტემპერატურამდე.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 89/108/EEC დირექტივა - სწრაფად გაყინული სურსათის რეგულირება
  • 92/2/EEC დირექტივა - სწრაფად გაყინული სურსათის ტემპერატურის შემოწმების წესი
  • 37/2005 რეგულაცია - ტემპერატურის მონიტორინგი სწრაფად გაყინული სურსათის ტრანსპორტირებისა და დასაწყობებისას.
საქართველოს კანონმდებლობა