Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



სურსათთან შეხებაში მყოფი მასალა

ევროკავშირში სურსათთან შეხებაში მყოფი მასალის (ტარა, შესაფუთი მასალა, ჭურჭელი) უვნებლობას 10-ზე მეტი ნორმატიული აქტი არეგულირებს. კერძოდ, ჩარჩო-რეგულაცია 1935/2004 ადგენს ზოგად წესებს - სურსათთან შეხებაში მყოფი მასალის რა მახასიათებლები ექვემდებარება რეგულირებას და კერძოდ რა მოთხოვნებში შეიძლება ეს რეგულირება გამოიხატოს. დანარჩენი 10-მდე რეგულაცია კი ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს და პირობებს ამა თუ იმ ტიპის ტარისა თუ სხვა მასალისთვის.

1935/2004 ჩარჩო-რეგულაციის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა ჯერ კიდევ "სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამით" 2011 წლისთვის იყო გათვალისწინებული. ეს მოთხოვნა არ შესრულებულა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის ცვლილებით მისი შესრულების ვადამ 2015 წლისთვის გადაიწია. თუმცა 2015 წელს, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მომზადებული აპროქსიმაციის განრიგით გეგმა შეიცვალა: მან მოიცვა არა მხოლოდ ჩარჩო-რეგულაცია, არამედ ამ საკითხის მარეგულირებელი ათამდე ნორმატიული აქტი და მათი აპროქსიმაციის ვადები 2018-2026 წლებზე გაიწერა.

კერძოდ, 2018 წელს საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი უნდა იყოს 1935/2004 ჩარჩო-რეგულაცია; 2019 წელს - სურსათთან შეხებაში მყოფი მასალის დამზადებისას ე.წ. "კარგი საწარმოო პრაქტიკის" განმსაზღვრელი 2023/2006 რეგულაცია; 2020 წელს78/142/EEC დირექტივა, რომელიც პოლივინილქლორიდისგან (PVC) დამზადებული ტარის/ჭურჭლის უვნებლობის ნორმებს ადგენს; 2021 წელს დადგება საწოვარების უვნებლობის ჯერი (93/11/EECდირექტივა) და განისაზღვრება ეპოქსიდური მასალები, რომელთა გამოყენება სურსათთან შეხებაში მყოფ მასალაში დაიშვება (1895/2005 რეგულაცია); 2022 წელს გადმოტანილი იქნება სურსათთან შეხებაში მყოფი მასალაში სხვადასხვა პლასტმასების გამოყენების ნორმების დამდგენი 10/2011 რეგულაცია , შემდგომ, 2023-2024 წლებში - ამ რეგულაციით დადგენილი ნორმების შესრულების შესამოწმებელი მეთოდები (82/711/EEC და 85/572/EEC დირექტივები), 2026 წელს კი - რეციკლირებული პლასტმასის გამოყენების ნორმები (რეგულაცია 282/2008) და ჩინეთიდან და ჰონკონგიდან იმპორტირებული ზოგიერთი პლასტმასის ჭურჭლის კონტროლის განსაკუთრებული ზომები (რეგულაცია 284/2011). 2023 წელს გადმოტანილი იქნება 84/500/EEC დირექტივა, რომელიც კერამიკული ჭურჭლის/ტარის უსაფრთხოებას ეხება, 2024 წელს კი 2007/42/EC დირექტივა, რომელიც ცელულოზის აფსკის გამოყენების წესებს ადგენს, 2026 წელს კი 450/2009 რეგულაცია, რომელიც ე.წ. "აქტიური" და "გონიერი" შესაფუთი მასალის გამოყენებას ეხება.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა