Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



ცხოველთა იდენტიფიკაცია

შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტია დაავადებული ცხოველის საიმედო იზოლირება ჯანმრთელი ცხოველებისგან. ამისთვის კი აუცილებელია შინაურ ცხოველთა სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა.

ვალდებულებები: ასოცირების შეთანხმებით მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის ევროპულთან აპროქსიმაცია 2015 წლისთვის არის გათვალისწინებული, ღორების რეგისტრაციის მარეგულირებელი აქტის  - 2016 წლისთვის, კვერცხისმდები ქათმების - 2022 წლისთვის, ხოლო  ცხენისებრების - 2025 წლისთვის.

შესრულება: საქართველოს მთავრობამ დროულად მიიღო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის, ასევე ღორების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები და სურსათიე ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო საკუთარი ინიციატივით ცხოველთა იენტიფიკაცია-რეგისტრაცია. საწყის ეტაპზე ამ პროცესს მეცხოველეები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა შემდგომ, როცა გაირკვა, რომ სახელმწიფო მათ რეგისტრირებული ცხოველების ვეტერინარული შემოწმებითა და აცრებით ეხმარებოდა, წინააღმდეგობა გადაილახა. თუმცა, იმის გამო, რომ რეგისტრაცია-იდენტიფიკაციისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები მწირია და ამ მოთხოვნების აღსრულების მექანიზმი უაღრესად რბილია (ყოველწლიურად კონტროლდება ცხოველთა სადგომების 1% და აღმოჩენილი დარღვევისთვის გათვალისწინებულია 100 ლარიანი ჯარიმა), ამ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი ქვეყანაში დასრულებული არ არის.

2017 წლის ბოლოს "სურსათის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში" შევიდა ცვლილება (ძალაში შევიდა 2018 წლის 1 ივლისიდან), რომელიც იძლევა საშუალებას სახელმწიფო მაკონტროლებელმა შეამოწმოს, თუ რამდენად დაცულია ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესები. თუმცა, ვინაიდან 2020 წლამდე სურსათის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოთხოვნები საოჯახო მეურნეობებზე არ ვრცელდება, ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის მდგომარეობის გაუმჯობესება 2021 წლამდე მოსალოდნელი არ არის. 

იხ. მეტი ამ პუბლიკაციაში.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 1760/2000 რეგულაცია - მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაცია, და მისი აღმასრულებელი რეგულაციები: 1082/2003 (შემოწმების სიხშირე და პირობები), 911/2004 (საყურე ნიშნები და პასპორტები) და 494/98 (სანქციები);
  • 21/2004 რეგულაცია - წვრილფეხა საქონლის რეგისტრაცია, და მისი აღმასრულებელი რეგულაცია 1505/2006 (შემოწმების სიხშირე და პირობები);
  • 2008/71/EC დირექტივა - ღორების რეგისტრაცია;
  • 504/2008 რეგულაცია - ცხენების იდენტიფიკაცია;
  • 2002/4/EC დირექტივა - კვერცხისმდები ქათმების ფერმების რეგისტრაცია.
საქართველოს კანონმდებლობა

აქტები მოცემულია 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით