2026 წელს გათვალისწინებულია მცენარეთა ორი დაავადებების წინააღმდეგ დადგენილი ზომების ამსახველი აქტების გადმოტანა. ესენია:
2026 წელს დასრულდება საქართველოს კანონმდებლობაში მცენარეთა ჯიშებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადმოტანა, რომელიც 2024 წელს დაიწყო. კერძოდ, გადმოტანილი იქნება მცენარეთა ჯიშების განსაზღვის, რეგისტრაციისა და მათზე უფლებების დამდგენი ძირითადი ჩარჩო რეგულაცია 2100/94 და მისი აღმასრულებელი რეგულაციები 1768/95 და 874/2009 . აგრეთვე იგეგმება იმ დირექტივების გადმოტანა, რომელიც განსაზღვრავს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ადგილობრივი სასოფო-სამეურნეო ჯიშებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებისა და დაცვის შესაძლებლობებს (დირექტივები 2008/62/EC და 2009/145/EC).
ამ წელს აგრეთვე დასრულდება სათესლე/სარგავი მასალით ვაჭრობის წესების ქვენორმატიული აქტების მიღება. გადმოტანილი იქნება აპროქსიმაციის გეგმით გათვალისწინებული უკანასკნელი აქტი ამ სფეროში, რომელიც ცხოველის საკვები ბალახის თესლების შეფუთვისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს ეხება (გადაწყვეტილება 2004/266/EC).
- 2007/410/EC გადაწყვეტილება - კარტოფილის თითისტარისებრი ვიროიდის წინააღმდეგ მიმართული ზომები
- 2014/87/EU გადაწყვეტილება - ფოთლების ბაქტერიული სიდამწვრის წინააღმდეგ მიმართული ზომები