Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0015 465040 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2025:
ბოლო განახლება: 2018-12-15

2025 წელს გათვლისწინებულია საქართველოს კანონმდებლობასი იმ აქტის გადმოტანა, რომელიც მცენარის იმპორტისათვის საჭირო დოკუმენტის - მცენარის პასპორტის ფორმას ადგენს (92/105/EEC დირექტივა). გათვალისწინებულია აგრეთვე მცირე დამატების შეტანა 2016 წელს გადმოტანილ რეგისტრაციის წესებში (93/50/EEC დირექტივა).

რაც შეეხება მცენარეთა კონკრეტულ მავნებლებთან ბრძოლის ზომებს, 2025 წელს დაგეგმილია 2012/697/EU გადაწყვეტილების გადმოტანა, რომელიც Pomacea (Perry) ჯიშის ლოკოკინას წინააღმდეგ მიმართული ზომებს ითვალისწინებს.

2025 წელს გაგრძელდება 2023 წლის საქმიანობა, ქართულ კანონმდებლობაში იმ დირექტივების ქვენორმატიული აქტების გადმოტანის მხრივ, რომელიც 2019-2020 წლებში იქნა მიღებული. კერძოდ, ამ აქტებით დადგინდება ბოსტნეულის თესლების გამოცდის წესები (დირექტივა 2003/91/EC), სათესლე კარტოფილის კატეგორიები და მოთხოვნები მათდამი (დირექტივები 2014/20/EU და 2014/21/EU) და ზეთოვანი და ბოჭკოვანი მცენარეების თესლების შეფუთვისა და ეტიკეტირების მოთხოვნები (გადაწყვეტილება 97/125/EC).

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 92/105/EEC დირექტივა - მცენარის პასპორტის ფორმა
  • 93/50/EEC დირექტივა - ზოგიერთი მცენარის რეგისტრაციის წესი
  • 2012/697/EU გადაწყვეტილება - Pomacea (Perry) ჯიშის ლოკოკინას წინააღმდეგ მიმართული ზომები
  • დირექტივა 2003/91/EC - ბოსტნეულის თესლების გამოცდის წესები
  • დირექტივები 2014/20/EU და 2014/21/EU - კარტოფილის თესლის კატეგორიები და მოთხოვნები მათდამი
  • გადაწყვეტილება 97/125/EC - ზეთოვანი და ბოჭკოვანი მცენარეების თესლების შეფუთვისა და ეტიკეტირების მოთხოვნები
  • რეგულაცია 211/2013 - ღივების და მათი საწარმოებელი თესლების იმპორტის სერტიფიკატის თაობაზე
საქართველოს კანონმდებლობა