Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



ინფორმაცია სურსათზე

2010 წლის "სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა" 2011 წელს საქართველოს კანონმდებლობაში ევროკავშირის სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნების განმსაზღვრელი ორი დირექტივის გადმოტანას ითვალისწინებდა: 2000/13/EC დირექტივის, რომელიც სურსათის ეტიკეტირების და რეკლამის ზოგად მოთხოვნებს ადგენს და 1924/2006 რეგულაციის, რომელიც სურსათის ეტიკეტზე ადამიანთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ წარწერებს და მითითებებს არეგულირებს.

აპროქსიმაციის განრიგით 2015 წელს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი იყოს მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაციის ვალდებულების დამდგენი 1760/2000 რეგულაცია (იხ. ცხოველთა აღრიცხვის წესების აპროქსიმაცია), რომელიც აგრეთვე ითვალისწინებს საქონლის ხორცის და ხორცპროდუქტების ეტიკეტზე ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომრის, აგრეთვე მისი წარმომავლობის, დაკვლის ადგილისა და დროის მითითებას.

2015 დეკემბრის შუა რიცხვებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე მართლაც გამოქვეყნდა პროექტი , 2016 წლის მარტში კი დამტკიცდა საქონლის ხორცის და ხორცპროდუქტების ეტიკეტირების ახალი წესი, რომელიც 1760/2000 რეგულაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეესაბამება. ეს წესი ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შედის.

ასოცირების შეთანხმებით, სურსათის ეტიკეტირების, წარდგენისა და რეკლამის მარეგულირებელი ძირითადი ნორმების გადმოტანა საქართველოში 2016 წელს არის გათვალისწინებული. ესენია სურსათის ეტიკეტირების ჩარჩო-რეგულაცია 1169/2011 და 1924/2006 რეგულაცია სურსათზე ადამიანთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ წარწერების შეზღუდვის თაობაზე.

1169/2011 რეგულაციის ძირითადი მოთხოვნების აღწერა იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

რაც შეეხება 1924/2006 რეგულაციას, იგი ადგენს სურსათის ეტიკეტზე დაშვებული, ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წარწერების ავტორიზაციის პროცედურას. ევროკავშირში უკვე ავტორიზებული ასეთი წარწერების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ევროკომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ საგანგებო რეესტრში. მათი გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში მხოლოდ 2024 წელს არის გათვალისწინებული.

ასოცირების შეთანხმებით, 2022 წელს საქართველოს კანონმდებლობაში უნდა გადმოვიდეს 1337/2013 რეგულაცია, რომელიც აწესებს მოთხოვნას ხორცის ეტიკეტზე ამ ხორცის წარმომავლობის (ქვეყნის ან ადგილმდებარეობის) სავალდებულო მითითების თაობაზე - ღორის, ცხვრის, თხისა და ფრინველის ხორცისთვის (საქონლის ხორცისთვის ეს მოთხოვნა 2016 წლიდან უნდა ამოქმედდეს).

2024 წელს საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი უნდა იყოს 432/2012 რეგულაციაში ასახული, სურსათის ეტიკეტზე გამოსაყენებლად ნებადართული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წარწერების ჩამონათვალი. ეს ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ევროკომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ საგანგებო რეესტრში. ჯანმრთელობაზე კონკრეტული სურსათის ზემოქმედებასთან დაკავშირებული სხვა წარწერების დატანა სასურსათო პროდუქტებზე აიკრძალება (გარდა ზოგადი ხასიათის წარწერებისა).

2026 წელს გათვალისწინებულია 2024 წელს მიღებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წარწერებთან დაკავშირებული წესების დამაზუსტებელი რეგულაციის მიღება, რომელიც ადგენს ტრადიციული, ზოგადი ხასიათის ფრაზებს, რომელთა მითითება სურსათის ეტიკეტზე მომხმარებელთა განსაკუთრებულ მოლოდინებს ამ სურსათის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით არ წარმოშობს. ასეთი წარწერები სურსათზე დაიშვება.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 1169/2011რეგულაცია - სურსათის ეტიკეტირება, წარდგენა და რეკლამა.
  • 1924/2006 რეგულაცია -ადამიანთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ წარწერები სურსათზე და მისი დამაზუსტებელი გადაწყვეტილება 2013/63/EU.
  • 2011/91/EU დირექტივა სურსათის პარტიის (ლოტის) იდენტიფიკაციის შესახებ.
  • ხორცის ეტიკეტზე მისი წარმომავლობის მითითება: საქონლის ხორცისთვის - 1760/2000 რეგულაცია (რეგულაცია აგრეთვე არეგულირებს მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაციას)
  • 1337/2013 რეგულაცია - ღორის, ცხვრის, თხის და ფრინველის ხორცის ეტიკეტზე მისი წარმომავლობის მითითება.
  • რეგულაცია 432/2012 - სურსათის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული ნებადართული წარწერების ჩამონათვალი და მათი გამოყენების პირობები.
  • რეგულაცია 907/2013 - ტრადიციული, ზოგადი ხასიათის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წარწერები, რომელთაც ნებართვა არ სჭირდება;
საქართველოს კანონმდებლობა