Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0009 465040 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2018:
ბოლო განახლება: 2018-12-16

გამოცხადებულია ექსპერტთა მოწვევა!

მიმდინარეობს სტატიის შინაარსის განახლება

2018 წელს გათვალისწინებულია 2016 წელს უკვე გადმოტანილი  მცენარეთა დაცვის 2000/29/EC ჩარჩო-დირექტივის რამოდენიმე აღმასრულებელი აქტის აპროქსიმაცია, რომლებიც ეხება საბაჟოზე მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმების პროცედურებს და კრიტერიუმებს (98/22/EC დირექტივა და 1756/2004 რეგულაცია); აგრეთვე მცენარეთა დაავადებების თვალსაზრისით დაცული ზონების დაარსებას და მათში მცენარეების გადაადგილების წესებს (92/70/EEC და 93/51/EEC დირექტივები).

მცენარეების კონკრეტულ დაავადებებთან/პარაზიტებთან ბრძოლის ღონისძიებების განმსაზღვრელი აქტების გადმოტანა 2018 წელს გათვალისწინებული არ არის.

2018 წელს დაგეგმილია საქართველოს კანონმდებლობაში 544/2011 და 283/2013 რეგულაციების გადმოტანა, რომელიც ადგენს ქვეყანაში შხამქიმიკატების აქტიურ ნივთიერებათა ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემების ჩამონათვალს.

2018 წელს დაგეგმილია ქართულ კანონმდებლობაში ორი ევროპული დირექტივის გადმოტანა, რომელიც ვაზის სანერგე მასალითა (68/193/EEC დირექტივა) და ბოსტნეულის სარგავი მასალით (2008/72/EC დირექტივა) ვაჭრობის წესებს ადგენს. ხოლო ამ დირექტივების ქვენორმატიული აქტების გადმოტანა, რომელიც ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს სარგავი მასალისადმი და მათი კონტოლის წესებს, მხოლოდ 2022 წელს მოხდება.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • რეგულაცია 1756/2004 - მცენარეთა სიჯანსაღის მტკიცებულებები და კრიტერიუმები
  • 98/22/EC დირექტივა - მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმება საბაჟოზე
  • 92/70/EEC დირექტივა - მცენარეთა სიჯანსაღის თვალსაზრისით დაცული ზონების აღიარების წესები
  • 93/51/EEC დირექტივა - მცენარეების გადაადგილება დაცულ ზონებში
  • 544/2011 და 283/2013 რეგულაციები - შხამქიმიკატების აქტიურ ნივთიერებათა ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემების დადგენა.
  • 68/193/EEC დირექტივა - ვაზის სანერგე მასალა
  • 2008/72/EC დირექტივა - ბოსტნეულის სარგავი მასალა
  • 2002/63/EC დირექტივა მცენარეული წარმოშობის სურსათში პესტიციდების ნარჩენების კონტროლისთვის სინჯის აღების მეთოდები
საქართველოს კანონმდებლობა