Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2015:

ვალდებულება:

აპროქსიმაციის განრიგით 2015 წელს დაგეგმილია მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლის ორი ზოგადი სახის აქტის გადმოტანა, რომლებიც ეხება საბაჟოზე ფიტოსანიტარული თვალსაზრისით სახიფათო ტვირთის დაკავების და შეტყობინების პროცედურებს (94/3/EC დირექტივა) და იმ პირობებს, რომლითაც გარკვეულ შემთხვევებში დაიშვება მავნე ორგანიზმების ან არაჯანსაღი მცენარეების იმპორტი სამეცნიერო ან სელექციის მიზნებისთვის (2008/61/EC დირექტივა). მცენარეთა დაცვის ჩარჩო-დირექტივის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში 2016 წელს არის გათვალისწინებული.

2015 წელს აგრეთვე უნდა დაიწყოს იმ აქტების გადმოტანა, რომელიც მცენარეთა კონკრეტული დაავადებების ან პარაზიტების კონტროლის ზომებს ადგენს. კერძოდ, გათვალისწინებული იყოს 2014/63/EU რეკომენდაცია სიმინდის ხოჭოს კონტროლის თაობაზე.

ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობა:

2015 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ, ტექნიკური რეგლამენტის სახით, მიიღო 2008/61/EC დირექტივის შესაბამისი ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესი

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 2008/61/EC დირექტივა - მავნე ორგანიზმებისგან მცენარეთა დაცვის ზომების გამონაკლისები
  • 94/3/EC დირექტივა - ფიტოსანიტარული თვალსაზრისით სახიფათო ტვირთის დაკავების და შეტყობინების პროცედურები
  • 2014/63/EU რეკომენდაცია -  სიმინდის ხოჭო წინააღმდეგ მიმართული ზომების თაობაზე
საქართველოს კანონმდებლობა