Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



სურსათის დანამატები

ქართულ ლიტერატურაში "სურსათის დანამატებად" ორი სხვადასხვა ტიპის ნივთიერებები მოიხსენიება:

  • ტექნოლოგიურ დანამატები, რომელიც სურსათს ამა თუ იმ ტექნოლოგიური ფუნქციის შესასრულებლად ემატება (ფერი, გემო, კონსისტენცია, შენახვის უნარი და სხვა). მათ ხშირად "კონსერვანტებად" ან "ემულგატორებად" ან "საკვებდანამატებად" მოიხსენიებენ. ამ ტიპის ნივთიერებების ინგლისური დასახელებაა Food additives, ან უფრო ფართოდ: Food improvement agents (მოიცავს აგრეთვე არომატიზატორებს და სასურსათო ფერმენტებს). ევროპაში დაშვებული ტექნოლოგიური დანამატები E-ნომრით აღინიშნება. მათი გამოყენების ნორმები და პირობები ამ ბაზაში არის ხელმისაწვდომი. ცალკეა სურსათში გამოსაყენებლად დაშვებული არომატიზატორების ბაზა. დაშვებული ფერმენტების ჩამონათვალი კი ჯერ-ჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია.
  • მინერალები და ვიტამინები, აგრეთვე სხვა ისეთი ნივთიერებები, რომელსაც სურსათს მათი კვებითი ღირებულების გამო უმატებენ. ცალკე არებულ ამ ნივთიერებებს ხშირად კვებით დანამატებს (ინგლისურად Food supplements) ვუწოდებთ, მათი დამატებით მომზადებულ სურსათს კი ფორტიფიცირებული სურსათი ეწოდება.

ორივე შემთხვევაში კანონმდებლობა ადგენს სხვადასხვა ტიპის სურსათში გამოსაყენებლად დაშვებულ დანამატებს და მათ დასაშვებ რაოდენობებს.

სურსათის დანამატების მარეგულირებელი ევროპული რეგულაციების საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა ჯერ კიდევ "სურსათის უვნებლობის სფეროში საკანონმდებლო მიახლოების პროგრამით" იყო გათვალისწინებული. ძირითადი აქტები 2012 წელს უნდა გადმოტანილიყო. ეს მოთხოვნა არ შესრულებულა. საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის ცვლილებით მინერალებისა და ვიტამინების საკითხში საქართველოს კანონმდებლობა ევროპულის შესაბამისად მიიჩნია, ხოლო სურსათის ტექნოლოგიური დანამატების მარეგულირებელი კანონმდებლობასთან მიახლოების ვადები 2016-2026 წლებისთვის გადაწია. 

ასოცირების შეთანხმებით სურსათის დანამატების მარეგულირებელი კანონმდებლობის აპროქსიმაცია ძირითადად 2016-2022 წლებში უნდა განხორციელდეს. სურსათის ფორტიფიცირების მარეგულირებელი 1925/2006 რეგულაცია და მისი აღმასრულებელი რეგულაციები 307/2012 და 489/2012 გადმოტანილი იქნება 2016-2017 წლებში. აგრეთვე 2017 წელს არის დაგეგმილი 609/2013 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ადგენს დაშვებულ ნუტრიენტებს  ჩვილთა და მცირეწლოვან ბავშვთა კვების და დიეტურ პროდუქტებში დასამატებლად. 2022 წელს გათვალისწინებულია კვებითი დანამატების (როგორც ცალკე პროდუქტის) მარეგულირებელი 2002/46/EC დირექტივის გადმოტანა, 2023 წელს კი გადმოტანილი იქნება 96/8/EC დირექტივა, რომელიც გასახდომი დიეტისთვის განკუთვნილი სურსათის სემადგენლობას და ფორტიფიცირებას არეგულირებს.

რაც შეეხება სურსათის ტექნოლოგიური დანამატების რეგულირებას, პირველ რიგში, 2016 წელს გადმოტანილი იქნება 1333/2008 რეგულაცია , რომელიც ევროკავშირში დაშვებული დანამატების ჩამონათვალს შეიცავს. შემდგომ, 2017-2018 წლებში გადმოტანილი იქნება "სურსათის გამაუმჯობესებლების" რეგულირების პრინციპების განმსაზღვრელი 1331/2008 რეგულაცია  და მისი აღმასრულებელი რეგულაციები 234/2011 და 257/2010 . 2020-2021 წლებში დადგება სურსათში გამოსაყენებლად დაშვებული ფერმენტების და არომატიზატორების ჯერი (1332/2008, 1334/20082065/2003 და 1321/2013 რეგულაციები). აპროქსიმაციის ბოლოს კი, 2026 წელს, გათვალისწინებულია სურსათის მომზადებისას გამოსაყენებლად დაშვებული გამხსნელების მარეგულირებელი 2009/32/EC დირექტივის გადმოტანა.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 1331/2008 რეგულაცია - სურსათის "გამაუმჯობესებლების" დაშვების პრინციპები და პროცედურა; მისი აღმასრულებელი რეგულაციები 234/2011 და 257/2010.
  • 1332/2008 რეგულაცია - სურსათში დაშვებული ფერმენტები (ჩამონათვალს ჯერ არ შეიცავს);
  • 1333/2008 რეგულაცია - სურსათში დაშვებული ტექნოლოგიური დანამატები;
  • დირექტივა 2009/32/EC - დაშვებული გამხსნელები;
  • 1334/2008 რეგულაცია - სურსათში დაშვებული არომატიზატორები; მისი შესრულების გარდამავალი დებულებები - რეგულაციები 872/2012 და 873/2012 ;
  • 2065/2003 რეგულაცია - მოთხოვნები სურსათში ბოლის არომატიზატორების გამოყენებისთვის და 1321/2013 რეგულაცია   - დაშვებული ბოლის არომატიზატორების ჩამონათვალი;
  • 231/2012 რეგულაცია - სურსათში გამოსაყენებლად დაშვებული დანამატების სისუფთავის მოთხოვნები და სხვა მახასიათებლები;
  • 1925/2006 რეგულაცია - სურსათში დასამატებლად დაშვებული მინერალები და ვიტამინები. მისი აღმასრულებელი რეგულაციები: 307/2012 და 489/2012.
  • 609/2013 რეგულაცია - ჩვილთა კვება და დიეტური სურსათი
  • 96/8/EC დირექტივა - გასახდომი ჩანაცვლებითი დიეტისთვის განკუთვნილი სურსათი
  • 2002/46/EC დირექტივა - დაშვებული კვებითი დანამატები.
საქართველოს კანონმდებლობა