Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



ზოოტექნიკა

სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების ჯიშების დაცვა და შენარჩუნება მათი ნაყოფიერების და სიჯანსაღის საწინდარია. ჯიშების დაცვა როგორც წესი  სახელმწიფოს მიერ აღიარებული სანაშენე ორგანიზაციების მიერ წარმოებული "სანახირე წიგნების" საშუალებით სუფთა ჯიშის ცხოველებისა და მათი შთამომავლობის აღრიცხვის გზით ხორციელდება.

ცხოველთა ჯიშების დაცვის მარეგულირებელი ევროპული კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში 2025-27 წლებშია გათვალისწინებული. 2026 წელს იგეგმება იმ აქტების გადმოტანა, რომელიც მსხვილფეხა საქონლის ჯიშების დაცვა-შენარჩუნებას ეხება (2009/157/EC და 87/328/EEC დირექტივები და 84/247/EEC გადაწყვეტილება), 2027 წელს - ღორების ჯიშებს (88/661/EEC დირექტივა), 2025 წელს და 2027 წელს - ცხენების ჯიშებს (90/427/EEC და 90/428/EEC დირექტივები). 2026 წელს არის გათვალისწინებული 94/28/EC დირექტივის გადმოტანა, რომელიც მესამე ქვეყნების სანაშენე ორგანიზაციების აღიარების პირობებს ადგენს.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 94/28/EC დირექტივა - მესამე ქვეყნების სანაშენე ორგანიზაციების აღიარება; 
  • 2009/157/EC და 87/328/EEC დირექტივები და 84/247/EEC გადაწყვეტილება -  მსხვილფეხა საქონლის ჯიშების დაცვა და სანაშენე ორგანიზაციების აღიარების პირობები;
  • 88/661/EEC დირექტივა - ღორების ჯიშების დაცვა;
  • 90/427/EEC და 90/428/EEC დირექტივები - ცხენისებრების ჯიშების დაცვა და შენარჩუნება.
საქართველოს კანონმდებლობა