Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2021:

2021 წელს დაგეგმილია ცხოველთა საკვების დანამატების[1] მარეგულირებელი 1831/2003 რეგულაციის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. რეგულაციის მიხედვით ცხოველის საკვების დანამატის ბაზარზე დაშვებას სახელმწიფო ორგანოს მიერ მისი ავტორიზაცია ესაჭიროება. გათვალისწინებულია ქვენორმატიული აქტების გადმოტანაც, რომელიც ამ ავტორიზაციის პროცედურებს აკონკრეტებს (რეგულაციები 378/2005 და 429/2008). ევროკავშირში ამჯამად ავტორიზებული დანამატების რეესტრი ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

აგრეთვე 2021 წელს არის გათვალისწინებული ქართულ კანონმდებლობაში 152/2009 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ცხოველთა საკვების შემადგენლობისა და უვნებლობის შემოწმების ლაბორატორიული  მეთოდების აღწერას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ ცხოველთა საკვების ჰიგიენისა და ბაზარზე განთავსების სხვა მოთხოვნების დაცვის კონტროლი სურსათის კონტროლის იმავე აქტებით რეგულირდება, რომელთა გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში 2015 წელს უნდა დასრულდეს.

----------

[1] განსხვავებით სურსათის დანამატებისაგან, ცხოველთა საკვების დანამატებად მიიჩნევა როგორც ტექნოლოგიური ფუნქციის მქონე ნივთიერებები, ასევე კვებითი ღირებულების მქონე დანამატები.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 1831/2003 რეგულაცია ცხოველთა საკვების დანამატების თაობაზე და მისი აღმასრულებელი რეგულაციები 378/2005 და 429/2008;
  • 152/2009 რეგულაცია - ცხოველთა საკვების სინჯის აღების და ტესტირების მეთოდები.
საქართველოს კანონმდებლობა