Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0009 465024 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



მცენარეთა დაცვა
ბოლო განახლება: 2019-01-10

მიმდინარეობს სტატიის შინაარსის განახლება

მცენარეთა დაავადებებს ადამიანთა ჯანმრთელობაზე უშუალო ზეგავლენა როგორც წესი არ აქვთ, თუმცა ისინი მნიშვნელოვნად მოქმედებს მცენარეების მოსავლიანობაზე, მიღებული პროდუქციის ხარისხზე. დაავადების უკონტროლოდ გავრცელება აიძულებს ფერმერებს ინტენსიურად გამოიყენონ შხამქიმიკატები, რომლის ნარჩენები სურსათში რჩება და ადამიანთა ჯანმრთელობას ვნებს. ამიტომ მცენარეთა სიჯანსაღისკენ მიმართული ზომები საბოლოო ჯამში ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვაზეა მიმართული.

ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მცენარეთა დაცვის ზომები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:

ერთ ჯგუფს შეადგენს მცენარეთა დაცვის ზოგადი პრინციპებისა და მიდგომების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტები. აქ ცენტრალური აქტი არის 2000/29/EC დირექტივა , რომელიც ადგენს მთავარ მიდგომებს სახელმწიფოს მიერ მცენარეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფისადმი. ესენია: მცენარეების მწარმოებელთა რეგისტრაცია, მცენარეთა ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმება, ფიტოსანიტარული სერტიფიკატი (ჯანმრთელი მცენარეებისთვის), დაავადებულ მცენარეთა იზოლირება და მკურნალობა ან განადგურება, იმპორტირებული მცენარეების პასპორტი და შემოწმება და სხვა. ამ დირექტივის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში 2016 წელს არის გათვალისწინებული, ხოლო მისი აღმასრულებელი და დამხმარე აქტების გადმოტანა ძირითადად 2015-2018 წლებში განხორციელდება (ორი დამხმარე აქტის გადმოტანა არის გათვალისწინებული 2025 წელს).

ნორმატიული აქტების მეორე ჯგუფს შეადგენს მცენარეთა კონკრეტული დაავადებების ან პარაზიტების წინააღმდეგ დადგენილი ზომების ამსახველი აქტები. აპროქსიმაციის გეგმა 20 ასეთ აქტს შეიცავს და მათი გადმოტანა მეტ-ნაკლებად თანაბრად არის განაწილებული 2015-2026 წლებზე.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

კონკეტულ დაავადებათა/მავნებელთა წინააღმდეგ მიმართული ზომები:

საქართველოს კანონმდებლობა