Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111



2021:
ბოლო განახლება: 2018-12-15

2021 წელს გათვალისწინებულია ბოლის არომატიზატორების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. ესენია: 2065/2003 რეგულაცია, რომელიც ადგენს ზოგად მოთხოვნები სურსათში გამოსაყენებელ ბოლის არომატიზატორებისადმი და მათი ავტორიზაციის პროცედურას; და 1321/2013 რეგულაცია, რომელიც შეიცავს დაშვებული ბოლის არომატიზატორების ჩამონათვალს, მათი მიღებისთვის გამოსაყენებელი ინგრედიენტებისა და სურსათში ამ არომატიზატორების გამოყენების ნორმების მითითებით.

2021 წელს ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანილი იქნება 93/11/EECდირექტივა, რომელიც ეხება საწოვარების უვნებლობას. დირექტივა ითხოვს, რომ საწოვრები, გამოყენებისას, არ უნდა გამოჰყოფდეს მავნე ნივთიერება ნიტროზამინს და ადგენს ამის შემოწმების მეთოდებს.

ამავე წელს გათვალისწინებულია 1895/2005 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ეპოქსიდური მასალების გამოყენება დაიშვება სურსათთან შეხებაში მყოფი ჭურწლის/ტარის დამზადებისას და რა პირობებით.

2021 წელს იგეგმება 2010/C 200/01 რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც იძლევა დეტალურ მითითებებს გმო და ჩვეულებრივი სასოფლო-სამეურნეო მცენარეების უსაფრთხო თანაცხოვრებისათვის ეროვნული პროგრამების ჩამოყალიბებისათვის.

2021 წელს გათვალისწინებულია სურსათში ნიტრატების შემცველობის დამდგენი ლაბორატორიული მეთოდების განმსაზღვრელი 1882/2006 რეგულაციის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 2065/2003 რეგულაცია - მოთხოვნები სურსათში ბოლის არომატიზატორების გამოყენებისთვის
  • 1321/2013 რეგულაცია   - დაშვებული ბოლის არომატიზატორების ჩამონათვალი.
  • 872/2012 რეგულაცია
  • 93/11/EECდირექტივა - მავნე ნივთიერებების (ნიტროზამინების და ნიტროზული ნივთიერებების) მიგრაცია საწოვარებიდან;
  • 1895/2005 რეგულაცია - ეპოქსიდური მასალები;
  • 2010/C 200/01 რეკომენდაცია გმო და ჩვეულებრივი მცენარეების უსაფრთხო თანაცხოვრებისათვის ეროვნული პროგრამების ჩამოყალიბების თაობაზე
  • 1882/2006 რეგულაცია - ნიტრატების გაზომვის მეთოდები
საქართველოს კანონმდებლობა