Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



გმო

გენური ინჟინერიის გზით მიღებული ორგანიზმები (ე.წ. გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, შემოკლებით - გმო) სხვადასხვა სფეროში გამოიყენება. მათ შორის ისინი გამოიყენება სურსათის ან ცხოველთა საკვების მისაღებად. მეცნიერთა აზრი ადამიანის ჯანმრთელობისთვის გმო-ს უვნებლობის შესახებ არაერთგვაროვანია: ზოგი მეცნიერი ამ ორგანიზმებს სრულიად უვნებლად მიიჩნევს, ზოგი კი - ძალზე საშიშად. თუმცა, ვინაიდან ადამიანთა დაავადების რისკის მეცნიერულად დასაბუთებული შეფასება დღემდე არ არსებობს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის SPS-შეთანხმების თანახმად ასეთი სურსათის აკრძალვის უფლება მის წევრ-ქვეყნებს არ აქვთ. თუმცა, ვინაიდან სამეცნიერო კვლევები კვლავ მიმდინარეობს, მომხმარებელთა ინტერესისა და შეშფოთების გათვალისწინებით დასაშვებია დაწესდეს მოთხოვნა გმო-სურსათის ეტიკეტზე შესაბამისი მითითების გაკეთების თაობაზე.

ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმები ცოცხალი არსებებია და მათ ზიანი  გარემოსაც შეიძლება მიაყენონ - მასში ინტროდუცირების და ბუნებრივი ორგანიზმების განდევნის ან სახეცვლის საშუალებით. განსხვავებით სურსათის საერთაშორისო რეგულირებისა, გარემოს დაცვის სფეროში მოქმედებს ე.წ. "წინმსწრები სიფრთხილის პრინციპი" (Precautionary Principle), რომლის საფუძველზე შესაძლებელია ზომების მიღება გარემოს დასაცავად საფრთხის თაობაზე ამომწურავი მეცნიერული მონაცემების მიღება-დამუშავების გარეშე. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გმო-სურსათის იმპორტის აკრძალვა ქვეყნებს არ შეუძლიათ, მათ სრული უფლება აქვთ აკრძალონ გმო-ს მოხვედრა გარემოში და იქ გამრავლება.

სწორედ ამ შინაარსისაა გმო-სთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობა. ერთის მხრივ ის მოიცავს გმო-სურსათის ეტიკეტირებას, მეორეს მხრივ კი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში მოხვედრის შეზღუდვა-რეგულირებას. თუმცა გმ ორგანიზმეის გარემოში მოხვედრის მარეგულირებელი ძირითადი ევროპული დირექტივა 2001/18/EC აპროქსიმაციის გეგმაში შესული არ არის (საქართველოს ისედაც აქვს შესაბამისი კანონმდებლობა), გეგმა ითვალისწინებს მთელი რიგი მისი აღმასრულებელი აქტების გადმოტანას, რაც ცხადია შესაბამისი ქართული კანონმდებლობის ეფექტურად განხორციელებას ფრიად წაადგება.

ევროკავშირის გმო-კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის აპროქსიმაცია 2018-25 წლებში არის გათვალისწინებული. 2018 წელს საქართველოს კანონმდებლობა სესაბამისობაში მოვა გმო-სურსათის მარეგულირებელ ორ ძირითად რეგულაციასთან; 1829/2003 რეგულაციათანა, რომელიც ადგენს გმო-სურსათის რეგულირების ძირითად პრინციპებს და 1830/2003 რეგულაციასთან , რომელიც უზრუნველყოფს გმ ინგრედიენტების მიკვლევადობას სხვადასხვა პროდუქტში. ამავე წელს არის დაგეგმილი პროდუქტებში გმ ორგანიზმების აღმოჩენის 2004/787/EC რეკომენდაციის გათვალისწინება.

შემდგომ წლებსი დაგეგმილია ზემოთ მოხსენიებული რეგულაციების განმახორციელებელი აქტების ეტაპობრივად გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში.

ვინაიდან ევროკავშირში რიგი გმ სასოფლო-სამეურნეო მცენარეების კულტივაცია დაშვებულია, კანონმდებლობა ითვალისწინებს სიფრთხილის ზომებს იმისთვის, რომ ამ მცენარეებისგან სხვა, ჩვეულებრივი სასოფლო-სამეურნეო მცენარეების დაბინძურება არ მოხდეს (ე.წ. "თანაცხოვრება", coexistence). შესაბამისი აქტების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში 2020-2021 წლებშია გათვალისწინებული (თუმცა ვინაიდან საქართველოსი გმ მცენარეების კულტივაცია იკრძალება, ამ აქტების გადმოტანის რეალური საჭიროება არ არსებობს).

2022-2023 წლებში დაგეგმილია გმ მიკროორგანიზმების გამოყენების მარეგულირებელი 2009/41/EC დირექტივის  და მისი ქვენორმატიული აქტის  (გადაწყვეტილება 2000/608/EC) გადმოტანა.

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 1829/2003 რეგულაცია - მოთხოვნები გმ სურსათისა და ცხოველთა საკვების მიმართ, და მისი აღმასრულებელი რეგულაციები 641/2004 და 503/2013 (გმ სურსათის ავტორიზაციის პროცედურები);
  • 1830/2003 რეგულაცია - გმ ორგანიზმების და პროდუქტების მიკვლევადობა, მასთან დაკავშირებული 2009/770/EC გადაწყვეტილება - ანგარიშგება გმო-ს თაობაზე და 2002/812/EC გადაწყვეტილება გმ ორგანიზმების ბაზარზე განთავსების შემთხვევაში (როგორც პროდუქტი) ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების თაობაზე;
  • 2004/787/EC რეკომენდაცია - გმო-ს აღმოჩენა პროდუქტებში
  • 2005/463/EC გადაწყვეტილება და  2010/C 200/01 რეკომენდაცია გმო და ჩვეულებრივი მცენარეების უსაფრთხო თანაცხოვრების ზომების თაობაზე
  • 2009/41/EC დირექტივა - გმო მიკროორგანიზმების გამოყენება, მისი აღმასრულებელი გადაწყვეტილება 2000/608/EC
საქართველოს კანონმდებლობა